•9•

Background color
Font
Font size
Line height

დილაადრიან მე და ელენე ავდექით და ბარგის ჩალაგებას შევუდექით. ბევრი არაფერი წაგვიღია, მხოლოდ ის ნივთები, რომლებიც სამი დღის განმავლობაში სამოგზაუროდ დაგვჭირდებოდა. ბიჭების ბარგს ხომ სულ მთლად ორი წყვილი ტანსაცმელი და სხვადასხვა აქსესუარები შეადგენდა.

სამი საათისთვის უკვე მზად ვიყავით და სახლიდან გავედით. აეროპორტამდე ტაქსით მივედით. ფრენის საკითხების მოგვარება ქენანმა ითავა და არდასთან ერთად რეგისტრატურისკენ გაემართა. როცა ყველაფერი დავადასტურეთ, ბარგი ჩავაბარეთ და სანამ ამოწმებდნენ, ოთხივე აეროპორტის სკამზე ჩამოვჯექით. უსაშველოდ ცხელოდა და ამას ისიც ემატებოდა, რომ აეროპორტი ხალხით იყო მთლიანად სავსე.

- აო, ძმაო, მე გითხარით, რომ სტამბულში დაკარგვის არ უნდა შეგეშინდეთ, - დაიტრაბახა კიდევ ერთხელ ქენანმა და ცოლს იდაყვი გაჰკრა, - თქვენ პირველად მოდიხართ თურქეთში, მაგრამ თუ დაიკარგეთ, მე გიპოვით, რადგან...

- მაგ ქალაქს ჩემი ხუთი თითივით ვიცნობ! - გავიმეორეთ ეს დაზეპირებული ფრაზა ოთხივემ ერთდროულად, რაზეც ქენო საკმაოდ კმაყოფილი დარჩა.

- მე ვიცი, ისევ შენ უნდა დაიკარგო, - მიმართა ელენემ, რომელსაც ჯერაც ვერ მოენელებინა გუშინდელი დღის ომიანობა, - კლუბში, - დაამატა მრავალმნიშვნელოვნად.

ქენანი საკმაოდ გესლიანი პასუხის დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ როგორც ჩანს, უკვე ჩვენი წასვლის დრო იყო და ამიტომ აღარაფერი უთქვამს. თვითმფრინავში სანამ ავიდოდით, ქენანმა ბილეთები შეამოწმა და ცოტა ხანი არ ინძრეოდა.

- ძმაო, რომელია ჩვენი ადგილები? - ხელი აუქნია გაშტერებულ ქენანს არდამ.

- თქვენი არის 12A და 12B, - ქენანის ხმა შეცვლილი მომეჩვენა. თითქოს გაკვეთილი არ იცის და გაუბედავად რაღაცეებს თავისთვის ბუტბუტებსო.

- რა კარგია. ანუ, მე და ლანა ერთად ვისხდებით, არა?

- არა, - მოკლედ მოუჭრა აწითლებულმა ქენანმა, - შენ და ელენე ისხდებით ერთად. ჩემი 14С და ლანასი-14A.

- მოიცადე, ხომ თქვი, ყველაფერი მოვაგვარე და ერთმანეთთან ახლოს ვიქნებოდით? - ჰკითხა არდამ, - ასე რატომ ვართ გაფანტულები? ჯანდაბას, მე და ელენე ერთად მაინც ვიქნებით და შენ და ლანა თვითმფრინავის ბოლოში სხედხართ.

- არა უშავს, არდა, - ჩავერიე მე, - ყველაფერი კარგად იქნება. მაინცდამაინც ბევრი მგზავრი არაა და ერთმანეთის პოვნას შევძლებთ. რატომ ავარდები ხოლმე ასე?

- ავარდნა არაფერ შუაშია! - მიპასუხა ბრაზნარევი ტონით, - უბრალოდ, ამ თვითმფრინავში დაახლოებით 70 ადამიანი მაინცაა და ჩამოსვლის დროს რომ დაიკარგო?

- ლანა ჩემთან ახლოს ზის და ნუ გეშინია, არ დაიკარგება, - ქენანმა ნხარზე ხელი გადამხვია და ჩემი ადგილისკენ წამიყვანა.

ჩემს გვერდით ვიღაც მდიდრულად ჩაცმული, შუახნის ქალბატონი იჯდა, პატარა უზარდელა ჯიშის ძაღლით ხელში. თვალებით ქენანს ვეძებდი. ბოლოს ის ჩემგან ხელმარცხნივ, იმ ქალბატონის გვერდით მდებარე სკამზე შევნიშნე. ისიც დიდხანს მეძებდა და როცა დამინახა, ხელი აგრესიულად დამიქნია, რაზეც ჩემგან იგივე პასუხი მიიღო.

- ლანა, ხომ კარგად ხარ? - გადმომძახა მან, - თუ შესაძლებელია, ადგილს გავუცვლი მაგ ქალს და შენთან დავჯდები.

ქალი საბედნიეროდ უცხოელი იყო და ქენანის სიტყვები ვერ გაიგო, თორემ რომ გაეგო, ისეთი თვალებით უყურებდა, ალბათ იქვე მოკლავდა ან კიდევ იმ თავის ძაღლს მიუქსევდა.

- არა, სიძევ, საჭირო არაა. ყველაფერი კარგადაა, - ვუპასუხე ღიმილით, - შენ ცუდად ხომ არ ხარ? - მან თავი გააქნია უარის ნიშნად.

მართალია მანამდე თვითმფრინავში არასოდეს ვმჯდარვარ, თუმცა შიში არასოდეს დამმუფლებია. პირიქით, რაღაც საოცარ ადრენალინს ვგრძნობდი და თითქოს მაღლა ასვლასთან ერთად მთელი შიგნეულობა ჰაერით მევსებოდა. სასიამოვნო გრძნობა იყო.

ერთი საათით წავუძინე და როცა გავიღვიძე, ბორტგამცილებელმა შეგვახსენა, რომ ათ წუთში უკვე სტამბულის საერთაშორისო აეროპორტში დავეშვებოდით. ქენანმა მომწერა, რომ ადგილზე დავრჩენილიყავი და მასთან ერთად მომეძებნა ელენე და არდა. მეც დავთანხმდი და თვითმფრინავი რომ დაეშვა, მე და ქენო ერთად გავემართეთ გასასვლელისაკენ. რანვეიზე არც ერთი არ ჩანდა, ამიტომ აეროპორტში დავიწყეთ მათი ძებნა. იქ ხალხი ბუზებივით ერთმანეთში ირეოდა და თუ ვინმეს მოძებნა გინდოდა, ხალხი ერთდროულად უნდა გაგეჩერებინა, რაც შეუძლებლად მეჩვენებოდა.

იმის შემეშინდა, არ დავიკარგო-მეთქი, ამიტომ ქენანს ხელი მაგრად დავუჭირე, მანაც მსუბუქი მოჭერით მაგრძნობინა, რომ ჩემთან იყო
და მარტოს არ დამტოვებდა. ბოლოს რა გვექნა, მივედით რეგისტრატურასთან და პასპორტები წარვადგინეთ. ელენესა და არდას კოძებნას უკვე აზრი აღარ ჰქონდა. პანიკაში ჩავვარდი. ქენანი რად მინდოდა, ნეტავ, თუ დაკარგვაა, არდასთან ერთად მაინც დავკარგულიყავი.

- სიძე, ახლა რა ვქნათ?

- წამოდი, ტაქსი დავიჭიროთ. იმ სასტუმროს სახელი ვიცი, სადაც ვრჩებით და წავიდეთ, - ქენანმა ხელი გადამხვია და აეროპორტიდან გამოვედით.

კარების წინ უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი, მათ შორის, ჟურნალისტებიც. ქენანი რომ დაინახეს, თავზარდაცემულებივით ჩვენკენ გამოექანნენ. სიძემ თვალები აატრიალა, რადგან უკვე იცოდა, წინ რაც ელოდა.

- ბატონო ქენან, რა არის თქვენი ჩამოსვლის მიზეზი? - დაიწყო დაბალმა ჟურნალისტმა, რომელიც კოლეგებს წიხლებით იცილებდა გზიდან, ოღონდ როგორმე ქენანთან ახლოს მისულიყო.

- რა შენი საქმეა, - მიახალა ქენანმა ინგლისურად, - მოდით, თქვენს ცხოვრებას მიხედეთ რა!

- ეს გოგონა ვინაა? თქვენი შეყვარებული? - არ ეპუებოდა ჟურნალისტი.

- არა, ცოლის დეიდაშვილი! - მოუჭრა მოკლედ და უხეშად გასწი-გამოსწია ჩვენ ირგვლივ შეკრებილი ხალხი.

ჟურნალისტი მაინც ჯიუტად აედევნა.

- ქენან ილდიზ, გავიგე, იუვენტუსთან კონტრაქტს აუქმებთ. მართალია?

- იუვენტუსის დატოვებას არ ვაპირებ და ვინც ეგ თქვა, ფეხბურთის აზრზე არაა, - უპასუხა გაბეზრებით, - ახლა, გეთაყვა, უნდა წავიდე, მეჩქარება!

აეროპორტთან ერთი ტაქსი დავიჭირეთ და ორივეს თვალები გაგვინათდა.

- ძმაო, რამდენად გაგვიყვან "სამეფო სასტუმრომდე?" - ქენანი ჩაწეულ ფანჯარას ჩამოეყრდნო და ტაქსისტთან საუბარი წამოიწყო.

- ისე ორმოცდაათი ლირა ღირს, ძმაო, მაგრამ ახლა არ მცალია, - ყოყმანით თქვა ტაქსისტმა.

- ორმოცდაათი ძალიან ცოტა, - ბიჭმა ხელი ჯიბისკენ იტაცა და დემონტრაციულად ხელი დაუტყაპუნა, - თუ გინდა, სამოცდაათზე შევთანხმდეთ.

- არა, ძმაო. ასე არ გამოვა. მალე გამოვლენ აეროპორტიდან ის ხალხი, ვინც უკვე წინასწარ გადამიხადა ფული. უნამუსობა იქნება, - ტაქსისტმა სინანულით გააყოლა ფულს თვალი და მხრები აიჩეჩა.

- სხვა ტაქსები რატომ არ ჩანან? - ჰკითხა ქენანმა, - მარტო თქვენ დაგინახეთ.

- ყველა უკვე წავიდა. როგორც ჩანს, დაგაგვიანდათ.

- კარგი, ძმაო, მადლობა!

მე და ქენანი იქვე ტროტუარზე ჩამოვჯექით. უკვე ყველანაირი იმედი გადაწურული გვქონდა. უარესად რომ არ დავკარგულიყავით, გადავწყვიტეთ, იქიდან ფეხი არ მოგვეცვალა.

- ჩემი ბედი, რა! - ჩაიფრუტუნა ქენანმა და ფეხი ტროტუარს გამეტებით დაჰკრა, - ჩემ გამო ავიღეთ არასწორი ბილეთები და სწორედ ჩემ გამო ვართ აქ!

- შენ ხომ თქვი, სასტუმროს მისამართი ვიციო? ჰოდა, წამოდი, ფეხით წავიდეთ.

- ჯერ ერთი, სტამბული ძალიან დიდი ქალაქია და მეორეც, მისამართი კი ვიცი, მაგრამ სასტუმრო რომელ მხარესაა და საერთოდ, როგორ გამოიყურება, აზრზე არ ვარ, - კიდევ ერთხელ დაჰკრა ფეხი ტროტუარს და თავი ხელებში ჩარგო.

- შენი ბრალი არ არის, ქენან. მოდი, არდას დავურეკოთ, - ამაზე თვალები ორივეს გაგვინათდა. ყველა ვარიანტი გამოვრიცხეთ ამის გარდა. ნეტავ, აქამდე მომეფიქრებინა.

არდასთან ზარი გავუშვით. ცოტა ხანში გადმოგვირეკა. მასთან ლაპარაკი მე ვითავე, რადგან ეჭვგარეშე იყო, რომ ქენანზე იქნებოდა გაბრაზებული.

- ამდენი ხანი სად ხართ, ლანა?! - გაისმა მისი ბრაზნარევი ხმა, - უკვე თითქმის ერთი საათი გავიდა!

- ისევ აეროპორტთან ვართ, არდა.

- ქენან ილდიზი სად არის?! - დაიღრიალა არდამ, -  დამალაპარაკე ეგ ნაგავი!

ტელეფონი ქენანს გადავაწოდე. მან უკვე იცოდა, როგორ ხასიათზე იყო არდა და სიტყვები წინასწარ შეარჩია მასთან სასაუბროდ.

- გამარჯობა, არდა, - დაიწყო აკანკალებული ხმით, - ვიცი, ძალიან მივქარე, მაგრამ ჩემი ბრალი არაა. ლანა ხომ მარტო არაა.

- შენ გინდ ყოფილხარ, გინდ-არა! ვისი ბრალია, ბიჭო, აბა?!

- ჩემი! ჩემი! - დრამატულად წამოიძახა ქენანმა, - ოღონდ ახლა მოდი ჩვენ წასაყვანად და მერე გეფიცები, თვალში აღარ გაგეჩხირები.

ამან არდა თითქოს ცოტა დაამშვიდა.
- კარგი, მე და ელენე ტაქსით წამოვალთ. მანდედან ფეხი არ მოიცვალოთ.

ნახევარი საათის მერე მე და ქენანი მანქანაში ვიჯექით და ჩამოწოლილი უხერხული სიჩუმით ვტკბებოდით იმ იმედით, რომ არდა ან ელენე არ გვისაყვედურებდნენ. ჩვენდა საბედნიეროდ, არაფერი არ უთქვამთ, მხოლოდ გვითხრეს, თუ სად გვქონდა თვალები და ტვინი, როცა თვითმფრინავიდან ჩამოვდიოდით. მეტი არაფერი.

მალე სასტუმროსაც მივადექით. მართალია "სამეფო სასტუმრო" ერქვა, მაგრამ ჩვენში დარჩეს და, სახელს საერთოდ არ ამართლებდა. იგი სულ ორსართულიანი იყო და სასადილოც კი გარეთ ჰქონდა. ნეტავ აქ ზამთარში ხალხი გარეთ როგორ ჭამდა? ბოლოს და ბოლოს, სტამბული ბრაზილია ხომ არაა, რომ ზამთრის ჟამს თოვლი არ მოვიდეს და სიცივეები არ დაიჭიროს?

შიგნით მდგომარეობა ისეთი კატასტროფულიც არ იყო. კედლები, ჭერი, იატაკი, ყველაფერი ღია ფერებში იყო გაკეთებული და სახლში განსაკუთრებული სიმყუდროვის შეგრძნებას ქმნიდა. იქვე ახლოს მდებარე სამზარეულოდან თურქული საკვების სურნელი გამოდიოდა, რამაც ყველანი საგრძნობლად მოგვამშია.

ჩვენი ოთახები ერთმანეთის გვერდიგვერდ, მეორე სართულზე მდებარეობდა. როცა მივადექით, არდამ ქენანს ნიშნისმოგებით უთხრა, რომ თუ მოგინდება, ყველაფერს დაჯავშნი გვერდიგვერდ, რაზეც ქენანმა თვალები ისე აატრიალა, რომ აღარ უჩანდა.

ჩემი და არდას ოთახი პირდაპირ ბოსფორის სრუტეს გადაჰყურებდა. დაბლა ულამაზესი ნაძვების ბაღი იყო გაშენებული, სადაც შუადღისას პიკნიკების გამართვა შესაძლებელი იქნებოდა. ბაღს ყურძნის ხეივანი ფარავდა, რამაც ძალიან გამაკვირვა. შემდგომში არდასგან კი გავიგე, რომ თურქები მას ღვინის გასაკეთებლად კი არა, უბრალოდ ხილად ხმარობდნენ. რადგან უკვე მოსაღამოვდა, ხეივანზე გაჭიმული შუქები აინთო. წვრილ-წვრილი შუქები რომანტიკულ გარემოს ქმნიდა. ბოსფორის სრუტეზე გაჭიმული თურქული გოლდენ გეითი ათასფრად ციმციმებდა. იქვე ახლოს წყალში ნავები და დიდი ზომის გემები დაცურავდნენ.

სანამ ამ ყველაფერს ფანჯრიდან ვუყურებდი, მხარზე არდას შეხება ვიგრძენი. მოულოდნელობისგან შეცბუნებული ნელა მივბრუნდი და მის დანახვაზე შვებით გავიღიმე.

- აიხდინე, ხომ შენი ოცნება? - მკითხა და შუბლზე ჩამოშლილი თმა გადამიყარა.

- ძალიან ლამაზია აქაურობა. ნამდვილ ზღაპარს ჰგავს. სანაპიროს ყოველი კუთხე-კუნჭული საოცრებაა. დიდი მადლობა, არდა! - ხელები კისერზე მოვხვიე და მაგრად ჩავეკარი. ორივენი საკმაოდ დიდხანს გავყურებდით ჰორიზონტს, რომელიც მზეს თანდათანობით შთანთქავდა...

_______
ხალხო, ვიცი, ზუსტად ერთი კვირით გალოდინეთ, რადგან მუზა ახლოს არ მეკარებოდა, მაგრამ გპირდებით, ყველა ღონეს ვიხმარ, რომ კიდევ გავაგრძელო ეს ისტორია❤️‍🔥  თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს, რომ კითხვები დამისვათ იმ ყველაფერზე, რაც ჩემ შესახებ გაინტერესებთ 💜💜💜 რამდენი კითხვაც გინდათ, იმდენი დამისვით ❤️‍🔥


You are reading the story above: TeenFic.Net