- ლანა, გეხვეწები, დღეს საღამოს წამოდი ჩვენს წვეულებაზე! - ბავშვივით გაუჩერებლად ხტოდა ელენე.
საქმე იმაში იყო, რომ ჩემი დეიდაშვილი ელენე და მისი თურქი მეუღლე, ფებურთელი ქენან ილდიზი საქართველოში ელენეს ნათესავების სანახავად 2 კვირით იყვნენ ჩამოსულები და რაღაც წვეულებას მართავდნენ ვიწრო წრეში. წასვლა მეც ძალიან მინდოდა და ელენეც უკვე რამდენი ხანია მთხოვდა, მაგრამ თან არ მინდოდა.
- ბოდიში, მაგრამ სხვა დროს იყოს, ნენე, - ვითომ მოწყენილი ინტონაციით მივმართე ელენეს, - ძალიან მინდა თქვენთან ყოფნა, მაგრამ სამსახურში საკმაოდ ბევრი საქმეა გასაკეთებელი.
- შენ და შენი საქმე! მუზეუმია და უბრალოდ უნდა იჯდე ან იდგე! თან საღამოს რვაზე რომელი მუზეუმია ღია, - ელენე ყველაზე კარგად მიცნობდა და ახლაც მიხვდა, რომ ვატყუებდი და სამსახური უბრალოდ ერთი უწყინარი მიზეზი იყო.
- ეგეთი მარტივი კი არაა, - ჩავიბუზღუნე მე, - შენ რომ არ მუშაობ ვერაფერს ვერ ხვდები. თუ დრო გამომიჩნდა იქამდე, აუცილებლად მოვალ-მეთქი. მეტი რაღა გავაკეთო.
ამ დროს გოგონამ ისეთი საწყალი თვალებით შემომხედა, რომ უნებურად გული მომილბა და გადავწყვიტე, მის ნებას დავმორჩილებოდი. ზოგადად ელენესთან მარტივად ვერ გაიტამდი შენსას. ერთი თვალების დაბრიალება ან ასეთი საცოდავი გამოხედვა საკმარისი იყო და მორჩა-შენი გეგმები წყალში ჩაგივარდებოდა.
- კარგო, ჰო, - ხელები დანებების ნიშნად ჰაერში ავწიე, - ჯერ ბებია კლარას უნდა შევატყობინო.
ჩემი მშოვლების გარდაცვალების მერე ექვსი წელი გავიდა. ამ ექვსი წლის მანძილზე ჩემი მეურვეობა მამას მამიდამ, ბებია კლარამ იკისრა. ამ დროს განმავლობაში ჩემთან არასოდეს დაუწუწუნია იმის შესახებ, რომ პრობლემებს ვუქმნიდი (არადა, ეს მართლა ასე იყო, რადგან ბებია კლარას ძალიან უჭირდა და ამას მეც ვემატებოდი), პირიქით, ძნელბედობის ჟამს სულ მამხნევებდა და ყოველთვის სიამოვნებით მოწვდიდა ბოლო ლუკმას.
როცა მე და ელენე მისაღებ ოთახში შევედით, კლარა რაღაცას გულმოდგინებით ქარგავდა. რომ დაგვინახა, თავი ასწია და ორივეს თბილად მოგვესალმა.
- რა იყო, შვილო? - მკითხა, როცა ცოტა არ იყოს, დაბნეული დამინახა.
- ელენე და მისი მეუღლე წვეულებას მართავენ ამ საღამოს და მეც დამპატიჟეს. უბრალოდ, შეგატყობინე, რომ დღეს შეიძლება გვიან მოვიდე.
- კარგი, ძვირფასო, მაგრამ ძალიანაც არ დაიგვიანო, - კლარასგან ამას არ ველოდი, რადგან სხვა დროს რომ მეთხოვა წვეულებაზე წასვლის ნებართვა, უთუოდ გამკიცხავდა. მისთვის ჩემი კარიერა უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე ჩემთვის.
- აუცილებლად, ბებო! გპირდები, შუაღამეს არ გავხდი, - ამაზე სამივეს გაგვეცინა.
ელენეს გასაცილებლად გარეთ გავედი, მაგრამ მოულოდნელად მან გამაჩერა და ხელით მანქანაზე მანიშნა: - ახლა მოემზადე. ორ წუთში მზად იყავი. მე კი აქ დაგელოდები. სადღაც ვართ წასასვლელები.
- რატომ? - გავიკვირვე მე.
- ეგ საიდუმლოა. სადღაც უნდა წაგიყვანო, - გაიმეორა კიდევ ერთხელ.
რადგანაც მასთან შეკამათება კარგს არაფერს მომიტანდა, მხრები უყოყმანოდ ავიჩეჩე და სახლში ტანსაცმლის გამოსაცვლელად შევედი. მალე მოვემზადე და გარეთ გამოვედი. კართან აყუდებულმა ელენემ ჩემს დანახვაზე შვებით ამოისუნთქა და მანქანაში ჩასაჯდომად მიმითითა.
მთელი გზა ხმა არ ამოუღია. თავი არ დავზოგე, რომ მისთვის რამე წამომეცდევინებინა, მაგრამ დანა პირს არ უხსნიდა. მხოლოდ ხანდახან გადაიხარხარებდა თავისთვის, მე კი გაურკვევლობაში ჩავარდნილი, ვერ ვხვდებოდი, ასე დემონურად რა აცინებდა.
მალე მანქანა სავაჭრო ცენტრთან გაჩერდა.
- აი, მოვედით! - შეძახა ცერემონიულად, - წამოდი, შენთვის რაიმე კარგი საღამოს კაბა აარჩიე.
- რა საჭიროა? კაბები ისედაც ძალიან ბევრი მაქვს. ან რისთვის მინდა საღამოს კაბა?
- წვეულებისათვის. შენ მხოლოდ ხელი დაადე იმას, რომელიც გინდა და რაც არ უნდა ღირდეს, თავადვე გიყიდი.
- შენ?! - თვალები გადმომცვივდა გაკვირვებისაგან, - მე განა ფული არ მაქვს?
- გაქვს, მაგრამ მინდა პატივი გცე.
- ვაიმე, კაბებით სავსე მაქვს გარდერობი.
- შენი კაბები სამსახურისთვისაა შესაფერისი და არა-წვეულებისათვის, - რა უჯდა მეთქვა, იგი მართალს ამბობდა. ძალიანაც რომ მომენდომებინა, ჩემს ლუქს წვეულებას ვერასოდეს შევუხამებდი.
- არ მინდა, - ვიუარე მაინც.
- რასაც გეუბნები, ის უნდა გააკეთო! - თვალები დააბრიალა ელენემ, - ახლავე მანქანიდან გადადი და პირდაპირ სავაჭრო ცენტრისკენ აიღე გეზი.
მაღაზიებს შორის დიდხანს ვიარეთ. ყველგან შევედით, სადაც კი ქალის სამოსი მოიპოვებოდა, მაგრამ ჩემი მოსაწონი ვერაფერი ვიპვეთ. ზოგი კაბა ზედმეტად გამომწვევი იყო, ზოგი მოკლე, ზოგი კი საერთოდ ბავშვური და ზედმეტად გრანდიოზული. როცა იმედი გადაგვეწურა, ბოლო მაღაზიას მივადექით, სადაც მეტად საყვარელი კონსულტანტი ქალბატონი დაგვხვდა. ელენემ აუხსნა, როგორი კაბა "მინდოდა". მან აქეთ-იქით დიდხანს მატრიალა და ბოლოს სახეგაბრწყინებულმა წამოიძახა:
- ზუსტად ვიცი, შენ როგორი კაბაც მოგიხდება. დამელოდე და ახლავე მოვიტან.
ქალმა ხელში მუქი ლურჯი-მოშავო, პრიალა ქსოვილისგან შეკერილი კაბა განძივით ჩამიდო ხელში. ზლაზვნით გასახდელისაკენ წავედი და კაბა ჩავიცვი. ჩემს თავს ვერ ვხედავდი, რადგან გასახდელში სარკე არ იყო, ამიტომ გარეთ გასვლა მომიხდა, სადაც გიგანტური სარკე იყო განთავსებული.
ფარდა გადავწიე და მაშინვე კონსულტანტი ქალბატონისა და ელენეს გაოცებული სახეები დავინახე. თვალები ლამის ბუდეებიდან გადმოვარდნოდათ. მეც დამაინტერესა, რა მჭირდა და მაშინვე სარკესთან მივირბინე. მინაში ჩემი ანარეკლის შეთვალიერება და იგივე გაოცებული გამომეტყველების მიღება ერთი იყო. თითქოს ეს კაბა ჩემთვის საგანგებოდ შეიკერა, ტანზე ისე კარგად მადგა. ჩემი თმის ოქროსფერი მუქ ლურჯ ფერთან მკვეთრ კონტრასტს ქმნიდა. კაბა მაინცდამაინც გრანდიოზული არ იყო, მაგრამ
ეს ფერი რაღაც სამეფო იერს ჰმატებდა.
- მოგეწონათ? - იმედიანად ჩამეკითხა კონსულტანტი.
- დიახ, - ვთქვი ისე, რომ კაბისთვის თვალიც არ მომიცილებია.
- ჰოდა, ვყიდულობთ, - ტაში შემოჰკრა ელენემ და საფულეს დაუწყო ძებნა. მე არც შევდავებივარ, რადგან ეს სამოსი უკვე ძალიან შემიყვარდა.
მაღაზიიდან გამოსვლის მერე კაფეში დავსხედით და ისეთი საუბარი დავიწყეთ, როგორიც მონატრებულ ნათესავებს შეშვენით. მერე სიტყვა წვეულებაზეც ჩამოვარდა და მომენტი ხელში ჩავიგდე, რომ როგორმე ელენესთვის წვეულების სტუმრების ვინაობა მეთქმევინებინა.
- რომ თქვი, წვეულება ვიწრო წრეშიაო, ამ "ვიწრო წრეში" რამდენი ადამიანი მოიაზრე? - ნელ-ნელა შევაპარე კითხვა.
მან გამომცდელად შემომხედა და თქვა:
- ბევრი ადამიანი არ იქნება, იცი?
- ვინ იქნება კიდევ შენი და ქენანის გარდა?
- მაგას შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ჩემო ლამაზო. იქ ჩემს სანახავად და გასართობად მოდიხარ, - ჩაეღიმა უდარდელად.
- მგონი, უფრო ვალის მოსახდელად მოვდივარ. ეს კაბაც რა აუცილებელი იყო...
- მინდა, რომ ამ საღამოს საუკეთესოდ გამოიყურებოდე. ეს ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს, ვიდრე შენთვის. საკუთარ თავზე უნდა იზრუნო.
- ისე, ქენანმა ქართული ისწავლა? - ვკითხე სასხვათაშორისოდ.
ელენეს მის ხსენებაზე თვალები წამში გაუნათდა და დაიწყო: - კი, ეს ბოლო წელია სახლშიც თითქმის სულ ქართულად ვსაუბრობთ. ხანდახან მგონია, რომ მე უფრო თურქი ვარ, ვიდრე ის. დაგენაძლევები, რომ შენზე კარგად იცის ქართული.
- კარგია! ანუ, მასთან საუბრისას დამტვრეული, სერიალებიდან ნასწავლი თურქულის გამოხენება აღარ მომიწევს, არა?
ამაზე ორივეს სიცილი წაგვსკდა. მე და ქენანს არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, როგორც ნათესავებს, მაგრამ როცა ქართული კარგად არ იცოდა და ერთმანეთს ვერაფერს ვერ ვაგებინებდით, მაშინვე ვღიზიანდებოდით. ამის გამო ხან ორი დღე აღარ ველაპარაკებოდით ხოლმე ერთმანეთს.
ქენანში ის მომწონდა, რომ ელენე ძალიან უყვარდა. მისი ესმოდა და პატივს სცემდა, მაგრამ როგორც ყველა წყვილი, ისინიც ხშირად კინკლაობდნენ ხოლმე უმნიშვნელო თემებზე. მიუხედავად ამისა, მათ ურთიერთობას ჩრდილი მაინც არ ადგებოდა. კამათი ხომ ნებისმიერი ურთიერთობისას აუცილებელია, რათა ერთმანეთის სუსტი და ძლიერი მხარეების შეცნობა შევძლოთ.
საღამოს ჩავიცვი ჩემი ბრწყინვალე კაბა და ავტობუსით იმ კორპუსისკენ გავემართე, სადაც ელენე ცხოვრობდა. ავტობუსში ყველა თვალი ჩემკენ იყო მომართული, ყველა იქ მყოფი ადამიანი მონუსხულივით მომჩერებოდა. ამას მართალია მშვენივრად ვხედავდი, მაგრამ არ ვიმჩნევდი.
რამდენიმე წუთში ბინის კართან ვიდექი და ვაკაკუნებდი. კარი ქენანმა გააღო. მასაც გაკვირვებისაგან ენა ჩაუვარდა და მოწონების ნიშმად ცერა თითი ამიწია. თავად ბიჭს წვეულებისათვის შეუფერებელი ტანსაცმელი ეცვა. ისე გამოიყურებოდა, თითქოს ფეხბურთის სათამაშოდ მიდისო.
- შემოდი, დაო ლანა და დივანზე დაჯექი. ელენეც მალე მოვა. ისე, როგორ ხარ? - მკითხა ქენანმა.
- რა ვიცი, კარგად, სიძე. ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ.
- გვერწმუნე, ჩვენც გაგვახარე შენი მოსვლით.
- ისე, სტუმრები ჩემ გარდა არ მოსულან?
- ყველა უკვე მოვიდა, - თვალი ჩამიკრა მან.
მეორე ოთახიდან ელენე გამოვიდა. მასაც მეუღლის მსგავსად ყოველდღიური ტანსაცმელი ამშვენებდა. მან გამიღიმა და ისიც ჩვენთან ერთად დივანზე დაჯდა. დღეს ეს ოჯახი რაღაც ძალიან უცნაურად მეჩვენებოდა. მითხრეს, წვეულებაო და თავად საერთოდ ამოვარდნილნი იყვნენ მისი დრესკოდიდან; რომ ვკითხე, ყველა სტუმარი მოვიდაო და ცარიელ მისაღებ ოთახში მარტო ჩვენ სამნი ვისხედით უხერხულად.
ცოტა ხნის მერე ქენანმა ელენეს გადაუჩურჩულა:
- ჯერ არ გამოსულა აბაზანიდან?
- არა, ხომ გითხარი, ტანსაცმელი დაილაქავა-მეთქი, - ჩურჩულით უპასუხა გოგონამ.
- რა მოუვიდა?
- შენ რომ მაღაზიაში იყავი ჩასული, ღვინო გადაესხა და აბაზანაში ლაქის ამოსარეცხად შევიდა.
- დიდი ხანი გავიდა, რატომ აგვიანებს? წავალ ვნახავ.
ქენანი ადგა და აბაზანისკენ გაემართა. მართალია ვერავინ დავინახე, მაგრამ აბაზანიდან თურქული ლაპარაკი ისმოდა. როგორც ჩანდა, სტუმარი მამაკაცი და თან თურქი იყო. მალე ქენანი დაბრუნდა და უკან მაღალი, ქერა-მოყავისფრო თმიანი ახალგაზრდა გამოიყვანა, რომელსაც ბავშვური სახის ნაკვთები ამშვენებდა. კი დამინახა, მაგრამ ვითომ ვერ შემამჩნია, ისე გაიხედა სხვა მხარეს. თუმცა, ხანდახან მალულად აპარებდა ჩემკენ მოყავისფრო-მომწვანო თვალებს და თავიდან ფეხებამდე მათვალიერებდა.
ელენე მასთან მივიდა, მხარზე ხელი დაჰკრა და თქვა:
ამ არდამ ვითომც არაფერიაო, თავი მოულოდნელად ჩემკენ მოატრიალა და ყურებამდე მოჩვენებითად გაიღიმა. მეც ერთი ყალბი ღიმილი ვესროლე, როგორც ზოგადად უცხო ადამიანებს ვხვდები ხოლმე.
- მიდი, არდა, ლანას გვერდით დაჯექი, - ხელით ჩემკენ უბიძგა ელენემ. მან მხრები აიჩეჩა და წამში გვერდით მომისკუპდა.
- ლანა, საყვარელო, მე და ქენანი სამზარეულოში გავალთ და საჭმელს გამოვიტანთ. თქვენ აქ იჯექით, - ელენემ თვალი ჩამიკრა და ქენანთან ერთად უცებ აორთქლდა. დავაპირე დახმარება შემეთავაზებინა, მაგრამ ვინ დამაცადა.
დავრჩით მე და ეს არდა გიულერი. სივიწროვის გამო ჩემზე იყო თითქმის შემომჯდარი, ამიტომ ქართულად რაც შეიძლებოდა ნელა ვთხოვე, რომ ოდნავ იქით ჩაწეულიყო და ხელითაც ვანიშნე მეტი სიცხადისთვის.
მას უბრალოდ გაეღიმა და ჩემთვის მოულოდნელად, სრულიად უაქცენტო ქართულით მიპასუხა: - რა თქმა უნდა. ბოდიში შეწუხებისათვის.
ცოტა ხანში მკითხა: - თქვენ ელენეს ნათესავი ხართ, არა?
- ჰო, სწორად გამოიცანი.
- თქვენც აქ რჩებით წვეულების მერე?
სახტად დავრჩი. ის, რასაც ქენანი და ელენე ცდილობდნენ, უკვე ზღვარს გადადიოდა.
- არა, - მივახალე მკვახედ, - თქვენ რაღატომ რჩებით?
- მე მათთან ერთად ვარ ჩამოსული საქართველოში და ამიტომ, ქენანმა უფლება მომცა, აქ დავრჩენილიყავი, ოღონდ მხოლოდ ამ ღამით. სახლი მეც მაქვს თბილისში და სანამ
ესენი აქ არიან, მეც იქ ვცხოვრობ.
თავი ისე დავაქნიე, ვითომ ძალიან მაინტერესებდა.
- ისე, ჩვენში დარჩეს და დღეს საოცრად გამოიყურებით, - მომიგო უეცრად, - ეგ კაბა ძალიან გიხდებათ.
ასეთი სასიამოვნო ადამიანისგან ყურადღება რა საკვირველია, მესიამოვნა. ჩემი ტონი შევცვალე და ღიმილით გადავუხადე მადლობა.
- თქვენც ასევე, - ჩვევაში მქონდა, რომ თუ ვინმე კომპლიმენტს მეტყოდა, მეც იგივე გამემეორებინა.
- მადლობა. ეგ მართლაც ეგრეა, თუ ამას არ ჩავთვლით, - ბიჭმა ხელი შავი პერანგის იმ ადგილას მიიდო, სადაც ღვინო ჰქონდა გადასხმული. მართალია არ ეტყობოდა, მაგრამ ახლოდან ძალიან თვალშისაცემი იყო.
- არაუშავს. ეგ რომ პრობლემა იყოს, მაშინ დღეს კაცობრიობისგან არაფერი დარჩებოდა.
- ჰო, ამაზე გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემებიც არსებობს, - დამეთანხმა ბავშვური ღიმილით.
- ქართული ასე კარგად როგორ იცით?
- ეს ქვეყანა მოკლე ხანში შემიყვარდა და ამ სიყვარულის გამო ქართულიც შემომესწავლა. ადვილი არ იყო, მაგრამ არც ძალიან გამჭირვებია, - ღიმილისას ლოყა დაეჩხვლიტა, რაც ძალიან მიმზიდველად მომეჩვენა.
- ფეხბურთელი ხართ, არა? - იგი ტელეეკრანებიდან მყაბდა დამახსოვრებული, მაგრამ ზუსტად არ ვიცოდი, ნამდვილად ის იყო თუ არა.
- დიახ, უკვე რამდენი ხანია, - განაცხადა სიამაყით, - თქვენ ვინ ბრძანდებით პროფესიით?
- მე? მე მუზეუმში ექსკურსიამძღოლად ვმუშაობ. სახალისო საქმეა.
- ორი წამით, ლანა.
არდა ჩემკენ გადამოიხარა და სახეზე ჩამოყრილი თმა უკან გადამიყარა. ამ დროს ჩემმა გულმა ცემა ინტენსიურად დაიწყო, მაგრამ არ შევიმჩნიე და დაძაბულობა ხმამაღალი ჩახველებით გავფანტე. ამაზე ბიჭს გაეცინა და ისევ თავის ჩვეულ პოზას დაუბრუნდა.
- ახლა აღარაფერი შეგაწუხებთ.
- გმადლობ, - ვთქვი მორცხვად.
სწორედ ამ დროს სამზარეულოდან ქენანი და ელენე მოვიდნენ და სუფრაზე დასაჯდომად მოგვიწვიეს. "წვეულება" დიდხანს გაგრძელდა მხიარული საუბრებითა და სახალისო ისტორიებით. არდა გიულერი ხანდახან ჩემკენ აპარებდა ხოლმე თვალს, მაგრამ როცა მის მზერას დავიჭერდი, უმალვე სხვაგან იხედებოდა.
როცა ჭამას მოვრჩით, დიდი ბოდიშის მოხდით, მასპინძლებს შევატყობინე, რომ წასასვლელი ვიყავი, მაგრამ ქენანმა შემაჩერა:
- არა, დაო. შეხედე საათს, უკვე თერთმეტი ხდება. ამ დროს არც ტრანსპორტი მოძრაობს და ვერ ჩვენ წაგიყვანთ სახლში, სამივე ხომ ოდნავ მთვრალები ვართ. ასე რომ, აქ მოგიწევს ამ ღამით დარჩენა.
არ მინდოდა, რომ ამ სახლში უცხო ადამიანთან ერთად დავრჩენილიყავი, მაგრამ როცა სიტუაცია გავაანალიზე, სხვა გზა მართლა არ მქონდა.
- კარგი, დავრჩები, - მივუგე მე, - მაგრამ სად უნდა დავიძინო?
- იმ ოთახს დავუთმობ, მე სადაც მძინავს, - პასუხის გაცემა არ აცადა არდამ ქენანს, - მე კი თქვენის ნებართვით, სასტუმრო ოთახში დავიძინებ.
......
იმედია, მოგეწონებათ, საყვარლებო🤍🤍🤍 გპირდებით, რომ ეს ფიკი დროთა განმავლობაში სასიამოვნო წასაკითხი გახდება 🌟 ძალიან მიყვარხართ და მადლობას გიხდით ყველას, ვინც თვალს მაინც გადაავლებთ💕💕💕
You are reading the story above: TeenFic.Net