2

Background color
Font
Font size
Line height

***

ჩემი ცხოვრება ისეთი შესამჩნევი და გადასარევი არასდროს ყოფილა რომ ხალხს ჩემს სახლოვეს ყოფნა მოსდომებოდა.

ზოგადად სულ პირიქით ხდებოდა,ყველა ახლობელი ურთიერთობას წყვეტდა ჩემთან,თავიანთი სურვილთვე..

ჩედი მთელი ცხოვრებაა მყავს,ის ერთადერთია ვინც ჩემს ცხოვრებაში თავიდანვე იყო და არც ახლა აპირებს წასვლას.

შემდეგ იყო ლუი,ადამიანი რომელიც სულ მცირე დროში ჩემი სამყაროსადმი ხედვის ცვალებადობის მტავარი მიზეზი გახდა.

ლუი ის ადამიანი იყო ვინც დამანახა რომ მთავარია ირწმუნო,ირწმუნო რომ შენ შეძლებ და მართლაც ასე მოხდება.

თუმცა როგორც ჩემს ნაგავ ცხოვრებას ჩვევია,ისიც ისე გაუჩინარდა როგორც დანარჩენები,უბრალოდ ის განსხვავებაა რომ ლუი ჩემთვის მნიშვნლოვანი იყო,მის დაკარგვას არასდროს ვისურვებდი.

თუმცა ახლა ის მკვდარია,მე კი ცხოვრებას ვაგრძელებ.

შემდეგი მელანია,ეს გულღია ჩიტის მსგავსი გოგონა,მან ისე გამიგო როგორც დიდი ხნის ნაცნობები ვერ მიგებენ,მან ისეთი მიმიღო როგორიც ვარ,ასეთი გულგატეხილი ბისექსუალი მიმიღო და არც შეცვლას მაიძულებს არასდროს.

მასში სწორედ ამას ვაფასებ,ადამიანებს ხედავს და იცის რომ ინდივიდუალურობა გვაქცევს დამოუკიდებელ პერსონებად და რომ არანაირად არ შეიძლება ადამიანს შეცვლა სთხოვო.

ჩემი აზრით თუ ვინმეს გამო საკუთარი თავის შეცვლას დაიწყებ,მაშინ საკუთარი თავის ფასი არ იცი.მთავარი ისაა რომ შენ,შენ ხარ,უნდა იყო ისეთი როგორიც ნამდვილად ხხარ და არა ისეთი როგორიც ვიღაცეებს უნდათ.

-მელანი?მეელ!

-რა მოხდა?- ცალ ფეხზე შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა მეორეს კი ასკინკილით იცვამდა.ოჰ,ეს ქალური რუტინა.

-მზად ხარ?

-შეგვიძლია წავიდეთ. -მას წელზე მოვხვიე ხელი და ჩვენი სახლის კარი მას შემდეგ ჩავკეტე რაც მელანი მანქანისკენ წავიდა.

როდესაც ჩავსხედით მელანიმ მთხოვა რომ ჩემი და ლუის ისტორია გამეგრძელებინა,დაინტერესებული იყო,ასე მითხრა რომ ლუის გაცნობას მოინდომებდა.

მას ლუიც მოსწონს.

***

-დაგენიძლავები რომ იმ გოგოს ვერ დაითამხმებ. -მეუბნება ჩედი და კონიაკის ჭიქას წითური გოგონასკენ იშვერს.

-დაგენიძლავები რომ იმ გოგონას დავითანხმებ. -თმა შევისწორე.

-თუ დაითანხმებ სახლს ერთი კვირა მე დავალაგებ.

-შევდანხმდით. -ჩედს ხელი სწრაფად ჩამოვართვი და წითურისკენ გავემართე.

დიდი ხანი არც მას დასჭირვებია და არც მე,უკვე ათ წუთში საპირფარეშოს კედელზე იყო აკრული და ჩემი კოცნით გამოწვეულ კვნესას ნელა ფარავდა.

ოჰ,ჩედ დამარცხდი.

ეს საღამოც ისევე სწრაფად მიილია როგორც დანარჩენები და სახლში მისულებს მე და ჩედს მალევე ჩაგვეძინა.

დილას რაღაც სიცივე მაღვიძებს და მალევე ვხვდები რომ ჩედი ისევ წყლის გადასხმას მიპირებს,მაგრამ სწრაფადვე ავდეგი და ჩედს ჭიქა გამოვგლიჯე ხელიდან.

-რაა? -გაიცნა.

-რა და შეგიძლია უბრალოდ გამაღვიძო,ყველანაირი წუწაობის გარეშე.

-ოჰ ოროგორი მოსაბეზრებელი ხარ ჰაზ. -ჩემი მაისური მესროლა და ოთახიდან გავიდა,მეც სწრაფად გადავიცვი და მას მივყევი.

-დღეს რა გეგმები გვაქვს? -მკითხა და მაცივარი გამოაღო.

-მე გასაუბრება მაქვს კომპანიაში. 

-უკვე ხომ მუშაობ?რად გინდა მეორე სამსახური?თან მეც ვმუშაობ.არ ფიქრობ რომ თავს ზედმეტად იტვირთავ?

-ჩედ,მირჩევნია რომ ვიმუშაო,თან მანქანის ყიდვას თუ ვაპირებ დამატებითი შემოსავალი არ მაწყენდა.

-მანქანისთვის ათასჯერ მაინც გითხარი რომ შემიძლია მე მოგცე,როდესაც დააგროვებ კი დამიბრუნებ.

-არ მინდა რომ შენს გეგმებს ჩემი მანქანის გამო შეცვლა მოუწიოს,ასე რომ დღეს გასაუბრებაზე წამიყვან?

-რათქმაუნდა. 

მე და ჩედი უკვე სამი წელია ერთად ვცხოვრობთ,მას შემდეგ რაც ჩედის მშობლებმა ოთხი წლის ასაკში მიშვილეს,მე და ჩედი ძალიან დავვახლოვდით,ნამდვილ ძმად ვთვლიდი,თხუთმეტი წლის ასაკში გამომიცხადეს რომ ნაშვილები ვიყავი და რომ ამას მათთვის არასდროს ქონია რამე პრობლემის შემქმნელი მიზეზი,პირიქით ფიქრობდნენ რომ ძალიან ძალიან კარგი ქნეს რომ მიშვილეს.

მეც მარტივად გადავიტანე,არც ჩემი ბიოლოგიური მშობლების ძებნა დამიწყია,არც დავვინტერესებულვარ,ადამიანები რომლებმაც გამაშვილეს მხოლოდ ჩემს შემქმნელებად მიმაჩნიან,ხოლო ჩემი ნამდვილი მშობლები ჩედის მშობლები არიან.

მათ მასწავლეს ყველაფერი კარგი რაც ვიცი,მათ გამზარდეს და არ დაიშურეს სიყვარული ჩემთვის.

ჩედმაც მარტივად მიმიღო,რაც თავი მახსოვს ჩემზე ზრუნავს და კარგად მექცევა,ნამდვილად დიდი ძმის სამაგალითო ვერსიაა.

ვფიქრობ რომ ჩედი მართლაც ძალიან კარგი ადამიანია,ისიც ზუსტად ვიცი რომ ის სულ გვერდით მეყოლება.

მადლობა ღმერთს,ის მაინც ვიცი რომ ცხოვრებაში სულ მარტო არ დავრჩები.

როდესაც ჩედი თვრამეტის გახდა,მე კი ჩვიდმეტის ნოლანმა და მარტამ,ჩვენმა მშობლებმა ცალკე სახლისთვის დანაზოგი მოგვცეს და ჩვენც მარტო გადავედით,უკვე ოთხი წელია მარტო ვცხოვრობთ და ეს მართლაც ძალიან მომწონს.

კოლეჯის დასრულებამდე მე სულ რაღაც ერთი წელი დამრჩა,ჩედმა ზაფხულის დასაწყისში დაასრულა.

სიმართლე რომ ვთქვა,ჩემი ცხოვრება მომწონს,ვარ არაფრით განსხვავებული სტუდენტი,ბოლო კურსზე,ვცხოვრობ უფროს ძმასთან ერთად,ვმუშაობ და გასაუბრებაზეც მივდივარ,უახლოეს მომავლაში მანქანის ყიდვასაც ვაპირებ და არც ვაჟიშვილი ვარ,თან წვერსაც ვიპარსავ.

ჩედმა მანქანა დიდი კომპანიის წინ გააჩერდა და ძრავა გამორთო.

შემდეგ წარბები შეკრა და გამომხედა.

-შენს მაგივრად მე ვნერვიულობ.

-ნუ სულელობ,უბრალო გასაუბრებაა.

-წარმატებები ჰარი. -მითხრა და მხარზე დამარტყა ხელი.

-საღამოს მოვალ,ბიბლიოთეკაშიც უნდა გავიარო რაღაც წიგნი მაქვს წამოსაღები.

-ქათამს შევწვავ ხომ შეჭამ?

-რათქმაუნდა.

დაველოდე სანამ ჩედის ნაცრისფერი მანქანა თვალს მოეფარებოდა და შემდეგ შევტრიალდი შენობისკენ.

შეიძლება მენეჯერის ასისტენტი გავხდე ან ისევ ტურისტული სააგენტოს დირექტორის მოადგილედ გავაგრძელო მუშაობა.

არა,რათქმაუნდა პირველ სამსახურს არ მივატოვებ,მაგრამ თუ დრო არ მექნება უფრო მაღალანაზღაურებადზე დავრჩები.

კადრების განყოფილების კაბინეტის კარები ზუსტად თორმეტ საათზე შევაღე და შიგნით შევედი.

შუა ხნის სათვალეებ დაკოსებულმა ქალმა კარგად ამათვალიერა და საკითხავი სათვალე შეისწორა.

-ჰარი სტაილს?

-დიახ. 

-დაბრძანდით,მისტერ.

ჩემი ადგილი დავიკავე მისის კოსგროუვის წინ და დაველოდე პირველ შეკითხვას.

-მუშაობის სტაჟი გაქვთ?

-დიახ უკვე სამი წელია ტურისტულ სააგენტოში დირექტორის მარჯვენა ხელი ვარ.მევალება ფასების დაჯამება,ახალი მომხმარებლების მიღება,სხვადასხვა ქვეყანაში კონტაქტი და კიდევ რუსულ ენას ვსწავლობ.

-ძალიან კარგი ჰარი...

გასაუბრება ერთ საათსაც არ გაგრძელებულა,ვხვდები რო მმისის კოსგროუვს მოვეწონე,ხშირად მიღიმოდა და ძალიან თბილად მექცეოდა,თავს ტყუილად არ ვიიმედებ რომ ეს სამსახური ჩემი გახდება.

ბიბლიოთეკამდე ფეხით გავედი და როდესაც კარები შევაღე პირველი თვალში ანასტასია მომხვდა.

ანასტასია რომ არა ალბად ვერასდროს ავარჩედი შესაბამის წიგნს ჩემი ესეების დასამუშავებლად.

-ჰარი. -ფართოდ გამიღიმა და მომეხვია,მიყვარს მისი თბილი ხასიათი,ადამიანია რმელიც საკმაო პოზიტივს გასცემს იმისთვის რომ ხალხი გააბედნიეროს,უნებურად გამეღიმა.

-აბა რაზე გაქვს დასაწერი? -წიგნების მაღალ თაროებს შორის ერთად დავიწყეთ სეირნობა.

-საზოგადო მიგრაციაზე მაქვს დასაწერი,ასევე მათ მიმოსვლაზე,პოპულაციის ცვალებადობაზე და...

-და ემიგრაციის სიხშირეზე. გუშინ გავიარეთ ეს თემა. -ოჰ სულ დამავიწყდა რომ ის ჩემი კურსის მოსწავლეა,ოღნდ B აუდიტორიის.

-ჰო,ეგ არის. -გავიცინე.ანას სამსახურის რაციაში მისი სახელი გაისმა და ანამაც მალევე დაუბრუნა პასუხი.

-ჰარი,გთხოვ დღეს უნდა მაპატიო,არქივში წიგნები აირია,ჩემი დახმარებაა საჭირო,ახალს ვთხოვ რომ შენთან მოვიდეს. -მთხრა და სწრაფად წავიდან მიმღებისკენ.

სანამ ანას გამოგზავნილი ახალი თანამშრომელი მოვიდოდა,მანამდე წიგნი ავიღე სახელად "სიცრუის დეტექტორი". თავისუფალ დროს შეიძლება წავიკითხო,ამიტომ თავის ადგილას აღარ დამიბრუნებია.

მალევე ჩემს გვერდით ფიგურა დავლანდე და სწრაფად გავიხედე მისკენ.

ლუი დამხვდა,ტიპი კლუბიდან,სწპრედ ის ტიპი რომელიც ძალიან მომეწონა მაგრამ წასვლის უფლება მივეცი.

-გამარჯობა ჰარი. -მომესალმა თავაზიანად.

-შუადღე მსვიდობისა ლუი.

-რითი შემიძლია დაგეხმარო?

-ესე მაქვს დასაწერი,საზოგადო მიგრაციაზე და შესაბამისი წიგნი უნდა მიპოვნო.

-კარგი წამომყევი.  -ის წინ წავიდა და მეც მას მივყევი,მალევე შეჩერდა და ორი წიგნი გამომიწონდა.

-შეგიძლია რომ მესამე პარაგრაფი მთლიანად გამოიყენო პირველი წიგნიდან,ხოლო მეორე წიგნი მთლიანად მიგრაციას და მოსახლეობას ეხება.

-მადლობა ლუის.

-გთხოვ,უბრალოდ ლუი დამიძახე,არაფრის.

ის სწრაფადვე გამეცალა და მეც წიგნების გატარების შემდეგ ტაქსი გამოვიძახე.

აი,უკვე მეორედ ასე უბრალოდ მივეცი წასვლის უფლება.

ყოჩაღ ჰაზ,ყოჩაღ.

*

სახლის კარები შევხსენი და პირველი რაც იყო,შემწვარი ქათმის სუნი რომელმაც ჩემი მოშიება გამახსენა.

-ჩედ!შენ რა მოცარელაში შეწვი ქათამი?

-ჰო,არ მოგწონს? -სამზარეულოდან წინსაფარშემოკრული ჩედი გამოვიდა,ხელში ხის კოვზი ეკავა.

-მომწონს.ღერთო როგორ მშია.

-ცოტა ხანი დარჩა,სულ ათი წუთი მოიცადე და სალათიც მზად იქნება,თან რამე ფილმი ჩავრთოთ და თან ვჭამოთ.

-გამოვიცვლი და ჩამოვალ 

სწრაფად ავედი ჩემს ოთახში,შავი ჯინსი გავიხადე და სპორტულები ჩავიცვი,თმა კოსად შევიკარი და სწრაფად ჩავედი ქვევით,ტელევიზორის წინ უკვე ეწყო ორი თეფში და ორი კერძი.

ყველაფერს ვფიცავარ,ჩედის მომზადებული საჭმელი დედასას მირჩევნია.

-რამდენ სიტყვიანი ესე გაქვს დასაწერი? -მკითხა ჩედმა და ახალმოხსნილი წინსაფარი მეორე დივანზე მიაგდო.

-სამიათასი,როგორ ფიქრობ მოვასწრებ ორშაბათამდე?

-ჰაზ,ხვალ კვირაა,თუ კარგად ჩაუჯდებიმოასწრებ.

-არ მინდა რომ შეფასება გამიფუჭდეს,ასე არ მინერვიულია პირველ გამოცდებზე.

-ღმერთო შენ გაუმარტივე ჩემს ძმას სტუდენტობის წლები.

ორივე გემრიელად შევექცეოდით ქათამს,თან რაღაც დეტექტივურ სერიალს ვუყურებდით ტელევიზორში.

-დღეს ლუი ვნახე.

-სად? -პირგამოტენილმა მკითხა.

-ბიბლიოთეკაში მუშაობს. 

-გამოდის იქ გადადიხარ საცხოვრებლად. -გაიცინა და ლუკმა გადაყლაპა.

ოჰ,მართალია,ის მაინც ვიცი სად შეიძლება იმ ტიპს მივაგნო რომელიც მართლა მომეწონა და რომელსაც ყოველ ჯერზე მარტივად წასვლის ნებას ვაძლევ. 

_______

ჩედი მიყვარს,ოღონდ სერიოზულად.

ჰაზს რომ ეძახის ჰარის,მაგაზე ჭკუას ვკარგავ.

შემდეგ თავში ბიბლიოთეკას გაჩვენებთ.

იმედია რომ მოგეწონათ :) 

You are reading the story above: TeenFic.Net