თავი 1
ჰამაკში ვზივარ, ქარი თმებს მიწეწავს, მსიამოვნებს ნიავი რომელიც ქრის, ღამეა... ტკივილი თავს არ მანებებს, ყოველი დღე თითქოს ახლიდან იწყება, ახალი ისტორიით, თუმცა არაფერიც...ჩემთვის ყოველი დღე ერთი და იგივე ნაირად მეორდება. დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც დედა დავკარგე და მას შემდეგ რაც მამამ მიმატოვა, ასე უბრალოდ ადგა და მიმატოვა..ვიცოდი, ვიცოდი რომ მას არასდროს ვყვარებივარ, ვიცოდი რომ მისთვის სულერთი ვიყავი. მაგრამ მამშვიდებდა ის რომ გვერდით მყავდა დედაჩემი, სარა, ძლიერი ქალის სახით...მისგან ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ ყოვე დღე და ღამე იმას ვფიქრობ რა იქნებდა ის რომ ახლა ჩემს გვერდით ყიფილიყო. მე ტესა მილერი ვარ, 18 წლის , ქერათმიანი, ცისფერთვალება გოგონა, გოგონა რომელიც თავის ტკივილზე იშვიათად წერს, მხოლოდ ფურცლებს ენდობა.. 23 ივლისი...დღე როდესაც ჩემთვის უსაყვარლესმა ადამიანმა დატოვა ეს სამყარო, დედამ.
ტელევიზორში გამოაცხადეს რომ ახალგაზრდა, 30 წლის ქალს მანქნა დაეჯახა, ამ დროს მე ძიძასთან ერთად ვიყავი სახლში, სად იყო "მამაჩემი?" სიტყვა მამა, რას უნდა ნიშნავდეს? ყოველთვის მშურდა კეთილი შურით ბავშვების, რომლებთან გვერდით მშობლები ან მამა დაჰყვებოდათ და ბედნიერი სახეებით მოაბიჯებდნენ, სამწუხაროდ ეს ბედნიერება წილად მე არ მხვდა.
მაიკლი, ეგრედ წოდებული მამაჩემი არამზადა ადამიანი იყო, შესაძლოა ახლაც ცოცხალია, მაგრამ მასზე არაფერი ვიცი და არც მაქვს სურვილი ვიცოდე.. მან დედა დააორსულა და მიატოვა, დედაჩემი მისი თამაშის მსხვერპლი გახდა, ის ატყუებდა სარას რომ უყვარდა...ასე არ ყოფილა, გამოიყენა და მიატოვა, მიატოვა სასოწარკვეთილი , ორსული ქალი, რომელსაც არავინ ჰყავდა ჩემსავით. დედას დღიურებიდან ბევრ რამეს ვსწავლობ, იქ ისიც კი ეწერა თუ რა განადგურებული იყო როდსაც მაიკლმა მიატოვა, მაგრამ აბორტზე წამითაც არ უფიქრია, რადგან მას უყვარდა ბავშვები, რადგან ის ძლიერი იყო... დედა მარტო მზრდიდა სანამ ბაღში არ შემიყვანა, შემდეგ კი როდესაც მუშაობა დაიწყო ძიძა დაიქირავა, ის ქალი სამწუხაროდ გარდაიცვალა, ნინა ერქვა, არაჩვეულებრივი ქალი იყო, დედასავით მიყვარდა. დედასთან ბევრი მოგონება მაქვს, რომლებიც ნელ-ნელა მახსენებენ თავს.
ვინ ვარ ახლა? ან რა მიზანი მაქ?
დედას გარდაცვალების შემდეგ ძიძა მზრდიდა , როდესაც 16 წლის გავხდი და ძიძაც გარდაიცვალა განადგურებული ვიყავი, ქუჩაში აღმოვჩნდი, არ მინდოდა იმ სახლში დაბრუნება სადაც ორ საყვარელ ადამიანთან ბევრი რამ მაკავშირებდა, არ მინდოდა იქ დარუნება..
ქუჩაში გავიცანი ლიზა, ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომელსაც ჩემნაირად უჭირდა, ჩვენ მალევე დავმეგობრით და ახლაც ერთად ვცხოვრობთ პატარა ბინაში ქირით..
სკოლა წელს დავამთავრე, ლიზა ჩემზე ორი წლით დიდია, ის ჩემთვის უფროსი დასავითაა...
სამწუხაროდ ვერ შევძლებ სწავლა უნივერსიტეტში გავაგრძელო, საჭირო თანხების არქონის გამო. მაგრამ გადავწყვიტე ვიშოვნო სამსახური და ლიზას მივეხმარო ქირის გადახდაში.
დღეს რამდენიმე ვაკანსიას გადავხედე გაზეთებში, რამდენიმე ადგილას დავრეკე, ყველამ ხვალ დამიბარა გასაუბრებაზე, არც კი ვიცი რა უნდა ვუთხრა მას, ვის სჭირდება თვრამეტი წლის გამოუცდელი გოგონა...
__
ესეც ასე-ვთქვი და სარკეში კიდევ ერთხელ ჩავიხედე, მაღალწელიანი , მუხლებამდე სიგრძის კრემისფერი კაბა და ზევით შავი მოკლე მკლავიანი ლამაზი მაისური მეცვა, ფეხზე თეთრი კედები, რადგან ქუსლებზე სიარული ჯერ არ ვიცი,წელამდე სიგრძის თმები მხრებზე მქონდა ჩამოყრილი და დასწორებული, ბუნებრივი მაკიაჟი გავიკეთე და მზადებას მოვრჩი.
-ლიზაა წავედი მე, საღამოს დავბრუნდები.-გავძახე მძინარე ლიზას.
-წარმატებები.-მომაძახა ახალ გაღვიძებული ხმით.
სახლიდან გავედი, ტაქსი სწრაფად გავაჩერე და ერთ-ერთ ვაკანსიაზე კაფე: ჩერი"-ში მივედი, სადაც მიმტანი სჭირდბოდათ, დირექტორთან დაძაბული შევედი და კითხვებს დაბნეული ვპასუხობდი.
You are reading the story above: TeenFic.Net